“უნდა დავუშვათ რომ ვაქცინა კერძო სექტორმაც შემოიტანოს” – ბიძინა კულუმბეგოვი

ვაქცინა, რომელიც საქართველოში თებერვლის ბოლოს ჩამოვა უმაღლესი ხარისხის არის და უსაფრთხოა – მოსახლეობისთვის განცხადებას კიდევ ერთხელ აკეთებენ მედიკოსები. მათივე შეფასებით, კარგი იქნება თუ ვაქცინის შემოტანის საშუალება ქვეყანაში კერძო სექტორსაც მიეცემა, რათა მსურველებს რიგის გარეშე მისი გაკეთება შეეძლოთ.

“ჩვენ გვაქვს ისეთი მაღალი ხარისხის ვაქცინები, რაც ახლა რეალურად ჩანს იმიტომ, რომ 100 მილიონი დოზაა უკვე გაკეთებული და რეალურად სერიოზული გვერდითი მოვლენა არ დაფიქსირებულა. ჩვენს ქვეყანას ალბათ უნდა ჰქონდეს აქცენტი ძირითადად მოწყვლადი ჯგუფები აცრას სახელმწიფოს მიერ შეძენილი ვაქცინებით, მაგრამ უნდა დავუშვათ საქართველოში, რომ კერძო სექტორმა შემოიტანოს და ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს ასე ვთქვათ თუნდაც რიგის გარეშე გაიკეთოს, ამაში ცუდს და ტრაგიკულს ვერაფერს ვერ ვხედავ. სანამ იქნება პანდემია მსოფლიოში, ჩვენ არ გვაქვს უფლება, რომ თავისუფალ ცხოვრებას მივყოთ ხელი,” – განაცხადა ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა.

მსგავსი თემები