„თუ დღეს რამე მოხდება, ეს იქნება იმ ძალოვანებისა და პროვოკატორ „პრაიდის“ დაგეგმილი“ – კოტე მორგოშია

  •  

„ლევან ვასაძეც აქ იქნება. ეს ფილმი არ არის, ესაა ეროტიკულ-პორნოგრაფიული სცენარები. ბოლოს ისე დაამთავრებენ, რისი ღირსებიც არიან“ – ეს განცხადება ლევან ბიზნესმენ ლევან ვასაძის გუნდის წევრმა კონსტანტინე მორგოშიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა და განმარტა რატომ და რა მიზეზებით არ უნდა შედგეს ფილმის პრემიერა საქართველოს კონო-თეატრებში.

„ლევან ვასაძე, 4 საათზე იქნება იქ – „ვერის პარკში.“ როცა პატრიარქს ლანძღავენ, ერი და ბერი უნდა გავერთიანდეთ. ისინი ისე დაამთავრებენ,  რისი ღირსებიც არიან.  ეს ის ხალხია, რომელსაც ქვეყანაში დესტრუქცია შემოაქვს. ყველანაირად შევეცდებით, კონო-თეატრების ბლოკირებას. ძალადობრივ ქმედებებს გამოვრიცხავ. თუ დღეს  რამე მოხდება,  ეს იქნება იმ ძალოვანებისა და პროვოკატორ „პრაიდის“ დაგეგმილი. ეს არაა ფილმი, ესაა ეროტიკული სცენები. კადრები მაქვს ნანახი, ეს არაა ჩვეულებრივი ფილმი, ეს არის ეროტიკული სცენები. ჩვენ წინააღმდეგი ვართ იმის, რომ ეს ფილიმი არ გავიდეს საქართველოს კინო-თეატრებში“ – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ „მედიაცენტრ მთავარში“.

მისივე განცხადებით, ფილმის ჩვენება ღმერთთან ჭიდაობის გაგრძელებაა: „ეს ფილმი, პრაიდი, მეუფე პეტრეს გამონათქვამები, კონსტანტინოპოლში ბოკერიას ვიზიტი,  ერთი ჯაჭვია. მოთამაშეები სხვადასხვაა, მაგრამ მიზანი ერთია. ღმერთთან და რელიგიასთან ჭიდაობა თემურ ლენგს არ გამოსვლია. ვინმემ რომ გაბედოს, ქართულ საზოგადოებაზე 21 ივნისის მსგავსი რომ  მოაწყოს, ეს მოიტანს ცუდ შედეგებს და უფრო მალე დააჩქარებს ამათ „ლიბერალურ“ დიქტატს საქართველოში“, – განაცხადა კონსტანტინე მორგოშიამ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მსგავსი თემები