არის თუ არა ომიკრონი კორონავირუსის დასასრულის დასაწყისი? – ინფექციონისტი „მედიაცენტრ მთავართან“

კითხვას არის თუ არა ომიკრონი კორონავირუსის დასასრულის დასაწყისი, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა “მედიაცენტრ მთავართან” უპასუხა და აღნიშნა, რომ ამის იმედი არსებობს.

“ამ თეორიის მიმდევრები თვლიან, რომ იმდენი ადამიანი გახდება იმუნური,  ფაქტიურად მთელი მოსახლეობა გადაიტანს და შეიძლება, ეს იყოს პანდემიის დასასრული. ეს ყველაზე კარგი და შესაძლო ვარიანტია. თუმცა, აქ შეიძლება გაჩნდეს ის ვერსია, რომ გაჩნდეს ახალი უფრო რთულად მიმდინარე ახალი შტამი” – განაცხადა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“.

მაია ბუწაშვილის განმარტებით, პანდემიის დასასრული მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი თუ ომიკრონის შემდეგ რაიმე საშიში და რთულად მიმდინარე ვირუსი არ გავრცელდება.

მსგავსი თემები