ზვიად ფხაკაძე აცხადებს, რომ მირზა სუბელიანს არ შეხვედრია

თბილისში, ხორავას ქუჩაზე 2 მოზარდის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დაკავებული მირზა სუბელიანისა და პროკურორ ზვიად ფხაკაძის კავშირებით დაინტერესდა.

​როგორც ფხაკაძემ კომისიის სხდომაზე განაცხადა, მას დაკავებულთან კავშირი არც ჰქონია.
​„ის, რომ დაკითხვაში მირზა სუბელიანის შვილი მონაწილეობდა, ინფორმაცია არ მქონდა და ამის შესახებ მის დაკითხვამდე შევიტყვე… თავად მირზასთან მე კონტაქტი არ მქონია. ვნახე, რომ იკითხებოდა, კომინიკაცია არ მქონია“ – განაცხადა ფხაკაძემ.

მსგავსი თემები