„განვიხილავთ ფინანსური დახმარების შეჩერებას საქართველოს მთავრობისთვის„- ბორელი

“ჩვენ დებატები გვქონდა საქართველოსთან დაკავშირებით, უკვე ზედიზედ მეორედ განვიხილავთ საქართველოში შემაშფოთებელი პოლიტიკურ განვითარება, მათ შორის, გამჭვირვალეობის შესახებ კანონი, ვწუხვართ, რომ იყო ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაცია ევროკავშირსა და მის ღირებულებებზე, რომელიც ოფიციალური პირებისგან მოდიოდა”- ამის შესახებ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი განცხადებით, „გამჭვირვალობის კანონი“ და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება აშორებს საქართველოს ევროკავშირს.

„ჩვენ მაღალჩინოსანთა მხრიდან მოვისმინეთ, რომ ეს კანონი აახლოებს ევროკავშირთან. მინდა, ვიყო ძალიან მკაფიო – არა, არა, ეს კანონი და მის გარშემო არსებული უარყოფითი განვითარება აშორებს საქართველოს ევროკავშირს. მეტად მკაფიო ვერ ვიქნები. ეს აშორებს საქართველოს ევროკავშირისგან. ამ განცხადებას მხარს უჭერს 27-დან 26 წევრი ქვეყანა. არ გვაქვს ერთსულოვნება, თუმცა არც გვჭირდება ის ვითარების პოლიტიკური შეფასებისას. ჩვენ ვიცით, რომ ეს დინამიკა წინააღმდეგობაშია ქართველი ხალხის უმრავლესობის ნებასთან და დღეს მინისტრების უმრავლესობა ძალიან მკაფიო იყო, რომ საქართველოს მთავრობა აშორებს ქვეყანას ევროკავშირისგან“- აღნიშნა ბორელმა.

ჯოზეფ ბორელის განმარტებით, მთავრობა თუ არ შეცვლის ქმედებების კურსს, საქართველო წინ ვერ წაიწევს ევროკავშირის გზაზე.

„პარალელურად, ჩვენ გავზრდით ჩვენს მხარდაჭერას სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ. წინ აღვუდგებით დეზინფორმაციას, გავზრდით მხარდაჭერას საარჩევნო პროცესის მიმართ. ჩვენ შევიმუშავეთ სამუშაო ვარიანტი და ვაგრძელებთ ვითარების მონიტორინგს, ზომების შეჯერებას. შევამცირებთ პოლიტიკურ კონტექსტს და საქართველოსთან წვდომას, განვიხილავთ ფინანსური დახმარების შეჩერებას მთავრობისთვის და გადავხედავთ ჩვენ მხარდაჭერას ევროპის მშვიდობის ფონდიდან. ამის გაკეთება დაუყოვნებლივაა შესაძლებელი, თუმცა გავაგრძელებთ ვითარებაზე დაკვირვებას და მივიღებთ მეტ ზომებს მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით, დემოკრატიის სასარგებლოდ, მათი უმრავლესობის არჩევანის და ევროკავშირში საქართველოს მომავლის გვერდით ვდგავართ“- განაცხადა ბორელმა.

 

მსგავსი თემები