“რა სანქციის მეილი უნდა მომსვლოდა?“ – ანრი ოხანაშვილი

„რა სანქციის მეილი უნდა მომსვლოდა? ასეთი ინფორმაცია არ მაქვს“,-ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი აშშ-ს მიერ მისი, შესაძლო დასანქცირების საკითხს.

“რა სანქციის მეილი… რა სანქციის მეილი უნდა მომსვლოდა… არა, ასეთი ინფორმაცია არ მაქვს მე. [ჟურნალისტებმა მეილი შეამოწმეთ?] რავიცი, ვამოწმებ ძალინ ინტენსიურად. ბევრი მეილი მაქვს და ყველა ი-მეილს ვამოწმებ. მართლა? მერე გამოვიდნენ, თქვან, რამე უჭირთ თუ დამასანქცირეს? ყველა იმეილს ვამოწმებ რა თქმა უნდა რაც აქტუალურია ვამოწმებ… მე ასეთი ინფორმაცია არ მაქვს… თქვენ ხომ დამნიშნეთ უკვე გენპროკურორად… საკითხი რაც დღის წესრიგში არ დგას, ვერ იქნება განხილული”- აცხადებს ოხანაშვილი.

მსგავსი თემები