“საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს”- ჯიმ ო’ბრაიენი

“საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება”- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა “ქართული ოცნების” ლიდერების ნაწილის გადაწყვეტილებებზე შეშფოთება გამთქვა.

„საქართველო და ყველა პარტნიორი ნატო-ს პარტნიორობის ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული იქნება. ჩვენ შეშფოთებულები ვართ გადაწყვეტილებებით და „ქართული ოცნების“ ლიდერების ძალიან მცირე რაოდენობიდან წამოსული რიტორიკით. აშკარაა, რომ ქართველი ხალხის 80-85%-ს ევროკავშირსა და ნატო-ში შემდგომი ინტეგრაცია სურს. მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა ახლახან განაცხადეს, რომ ისინი მოელიან, რომ მათი ბოლოდროინდელი ქმედებები ამას საფრთხეს არ შეუქმნის. ჩვენ შევეცადეთ ძალიან მკაფიოები ვყოფილიყავით და დღეს, უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ძალიან ნათლად თქვა, ეს ბოლოდროინდელი ქმედებები, ძალადობა ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ, ძალადობა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, მოსკოვზე დაფუძნებული „უცხოური აგენტების კანონი“, ახალი პორტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება – ეს ყველაფერი აშშ-სა და ევროკავშირზე დაფუძნებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების სურვილთან შეუთავსებელია. ამიტომ, მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს და ჩვენ მთავრობასთან ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების გადახედვას გავაგრძელებთ“ – განაცხადა ჯიმ ო’ბრაიენმა.

 

მსგავსი თემები