„ქართველ ოფიციალურ პირებთან დისკუსიებს გავაგრძელებთ”- ო’ბრაიენი

„ქართველ ოფიციალურ პირებთან დისკუსიებს გავაგრძელებთ“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენმა ბრიფინგზე განაცხადა. ბრაიენმა ამბობს, ოფიციალურ პირებთან დისკუსია გრძელდება და მათთან კომუნიკაციაში  საელჩო ძალიან აქტიურია.

„სინამდვილეში ყველაფერი ძალიან მარტივია. რადგან ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის პერიოდში ვართ, საქართველომ განაცხადა, რომ მას ჩვენს საფეხბურთო ლიგაში თამაში სურს და შემდეგ მან თქვა, რომ, სხვათა შორის, ჩვენ გვინდა, რომ მოედანზე, ჩვენს მხარეს 15 მოთამაშე გვყავდეს. არა! თქვენ იმავე რაოდენობის მოთამაშეს იღებთ, რამდენსაც ყველა სხვა და და აკეთებთ იმას, რაც გსურთ, ისე როგორც ამას სხვები აკეთებენ. ეს არის კლუბის წესები. ასე რომ, ეს ნამდვილად არ არის გადაწყვეტილება საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ. საქართველომ თავისი სუვერენული უფლებით კლუბში გაწევრიანება გადაწყვიტა და ჩვენ უბრალოდ ნათლად ვხსნით იმას, თუ რას ნიშნავს ეს. ასე რომ, ჩვენ ქართველ ოფიციალურ პირებთან ამ დისკუსიებს გავაგრძელებთ, მათთან კომუნიკაციაში ჩვენი საელჩო ძალიან აქტიურია, რამდენიმე ევროპელი ლიდერი ძალიან აქტიურია და ჩვენ ამ საუბრებს გავაგრძელებთ“ – აღნიშნა ჯიმ ო’ბრაიენმა.

 

“საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, რომ გადახედოს პოზიციებს”- ჯიმ ო’ბრაიენი

მსგავსი თემები