ოკუპანტებმა ხარკოვი დღეს მეორედ დაბომბეს. არიან დაღუპულები. ინფორმაციას ქალაქის მერი იგორ ტერეხევი ტელეგრამ არხზე ავრცელებს.
„ხარკოვში აფეთქებებია. იყავით ფრთხილად!“ – დაწერა მერმა.
ტერეხოვის ინფორმაციით, დარტყმები შევჩენკოვსკის და ხოლოდნოგორსკის რაიონებში განხორციელდა. გარდაცვლილთა შესახებ უკვე ცნობილია, ინფორმაცია კი ზუსტდება.