,,რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი, დავით ბერძენიშვილი მის შვილზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. ის მომხდარის უკან, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის მიერ, მოძალადეების წახალისებას ხედავს:
,,ჯგრო
პასუხი იმ ხალოპ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია. სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები.
ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი ბიძინა ივანიშვილი დაისჯება. სულ მალე”, – წერს ფეისბუქზე დავით ბერძენიშვილი.
ცნობისთვის, თავდასხმა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. ბერძენიშვილს საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამოქალაქო აქტივისტსა და ქართული ოცნების ოპონენტს მოძალადეები მანქანით ელოდებოდნენ.