,,პასუხი იმ ხალოპ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია” – დავით ბერძენიშვილი

,,რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი, დავით ბერძენიშვილი მის შვილზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება. ის მომხდარის უკან, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილის მიერ, მოძალადეების წახალისებას ხედავს:

,,ჯგრო

პასუხი იმ ხალოპ პაპუაშვილსაც მოეთხოვება, ცხადია. სახელით და გვარით რომ ახსენა ამ დილით ზუკა და მიუსიეს ზონდერები.

ყველაზე მწარედ და გამორჩეულად კი ბიძინა ივანიშვილი დაისჯება. სულ მალე”, – წერს ფეისბუქზე დავით ბერძენიშვილი.

ცნობისთვის, თავდასხმა დღეს, ცოტა ხნის წინ მოხდა. ბერძენიშვილს საკუთარ სახლთან ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამოქალაქო აქტივისტსა და ქართული ოცნების ოპონენტს მოძალადეები მანქანით ელოდებოდნენ.

მსგავსი თემები