მეწყრული კერები რიკოთზე – სპეციალისტები ზაფხულში ვითარების დამძიმებას პროგნოზირებენ

რიკოთზე არსებულ მძიმე და სახიფათო ვითარებასთან დაკავშირებით, სპეციალისტები ამბობენ, რომ საჭიროა მოძრაობის სპეციალური რეჟიმის შემოღება. მათი ვარაუდით, ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება ზაფხულის განმავლობაში, როდესაც გვალვა დაიწყება

,,ვშიშობ, რომ ზაფხული პერიოდში გვექნება უფრო მძიმე პერიოდი, როცა დაიწყება გვალვების სეზონი და დაიწყება ინტენსიური აორთქლება, მიწა დაიწყებს დაშლას უფრო მეტად. ერთ პატარა წვიმაზე შეძლება ძალიან დიდი ღვარცოფული, უფრო სწორად ნაკადი წარმოიშვას მიწის ზედაპირიდან, ამიტომ ვქორობ, რომ გარკვეული რეჟიმის შემოღება გადაკვეთასთან დაკავშირებით რიკოთის, არის აუცილებელი”, – ამბობს ნინო ჩხობაძე, მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, რიკოთზე ძლიერი წვიმების შედეგად მორიგი მეწყერი ჩამოწვა, რამაც გადაადგილების პრობლემა და მრავალსაათიანი საცობი გამოიწვია, ხოლო მოქალაქეებს საფრთხე შეუქმნა.

გარემოს სააგენტოს საპროგნოზო დოკუმენტში ნათქვამია, რომ რიკოთის მონაკვეთზე 70-ზე მეტი მეწყერ საშიში კერაა, რაც საავტომობილო მაგისტრალს მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის. ამავე დოკუმენტში აღნიშნულა, რომ უხვნალექიანი სეზონის პირობებში მთელ რიგ მონაკვეთებზე პროცესების გააქტიურებაა მოსალოდნელი.

 

მსგავსი თემები