ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციას 40 ადამიანი ემსხვერპლა, 218 კი დაშავდა

გასული დღის განმავლობაში ისრაელის სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში 40 ადამიანი ემსხვერპლა, 218 კი დაშავდა. არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის არმიამ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა ღაზასა და რაფაჰს. ისრაელის სამხედრო ავიაციამ ასევე დაბომბა ქალაქი დეირ ელ-ბალა.

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამსახურის ინფორმაციით, 7 ოქტომბრის შემდეგ არაბულ ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 37 124-ს მიაღწია, 84 712 კი დაშავდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ცენტრალურ ღაზაში მოკლეს „ჰამასის“ მებრძოლები და გაანადგურეს სამხედრო ინფრასტრუქტურა.

მსგავსი თემები