“ევროპარლამენტში უმრავლესობა პროევროპული და პროუკრაინული იქნება”- პესკოვი

“ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ უმრავლესობა პროევროპული და პროუკრაინული იქნება”- ამბობს კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი.

მისი განცხადებით, მემარჯვენე პარტიების პოპულარობის ზრდა შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს და კრემლი ამ პროცესებს ყურადღებით აკვირდება.

„როგორც ჩანს, უმრავლესობა ნამდვილად პროევროპული და პროუკრაინული იქნება. ჩვენ ამას ვხედავთ. თუმცა, ევროპარლამენტის მომავალი შემადგენლობის გაანალიზებაც უნდა მოხდეს“ – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მსგავსი თემები