რუსეთის საგარეომ სომხეთს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას ცნობით, რუსეთმა სომხეთს უკრაინაში სომხეთის ელჩის, ვლადიმერ კარაპეტიანის და ერევნის ნორ-ნორკის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ტიგრან ტერ-მარგარიანის ბუჩას ოლქში ვიზიტის გამო საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ზახაროვას თქმით, მოსკოვი ამ ნაბიჯს “არამეგობრულად” მიიჩნევს.

,,ჩვენ შეშფოთებულები ვართ მათ მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების გადაცემით და იქ რუსეთის წინააღმდეგ გაკეთებული მიუღებელი განცხადებებით. ჩვენ საპროტესტო ნოტა გავუგზავნეთ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს,” – განაცხადა ზახაროვამ.

ცნობისთვის, კარაპეტიანი და ტერ-მარგარიანი ბუჩას 2 ივნისს ეწვივნენ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ნორ-ნორკის თანამშრომლობა განიხილეს. მათ, ასევე, უკრაინულ მხარეს ჰუმანიტარული დახმარება, მედიკამენტები გადასცეს. ტერ-მარგარიანმა ვიზიტისას განაცხადა – “ჩვენ ვამაყობთ უკრაინელი ხალხის გამბედაობით და ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ბუჩას და სამხედრო ოპერაციების შედეგად დაზარალებულ სხვა თემებს.”

მსგავსი თემები