ესპანეთში დააკავეს ქართველი, რომელიც 2020 წელს მომხდარი მკვლელობის გამო იძებნებოდა

რამდენიმეწლიანი ძებნის შემდეგ, ესპანეთში მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს. დაკავებული პანამის დროშის ქვეშ მცურავი საკონტეინერო გემის ეკიპაჟის წევრი იყო. გემის კაპიტანმა ითანამშრომლა გამოძიებასთან და კაცი საბოლოოდ დააკავეს ქალაქ ვიგოში.

მედიის ცნობით, ის 2020 წლის შემდეგ იძებნებოდა 28 ნოემბერს მომხდარი დანაშაულის გამო, რა დროსაც პოლონეთის ქალაქ რიბში, ბრალდებულმა კაცს კისრის არეში ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა, რომელიც სასიკვდილო აღმოჩნდა. სამი წელი ბრალდებულის ადგილსამყოფელი გაურკვეველი იყო.

დაკავებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი.

მსგავსი თემები