12 წლის გოგომ თანაკლასელს საკანცელარიო დანით ყელი გამოჭრა

2004 წლის პირველ ივნისს იაპონიაში, 12 წლის გოგოს მიერ თანაკლასელის სასტიკმა მკვლელობამ მთელი ქვეყანა შეძრა. ნევადა ტანი, ამ მეტსახელით იცნობენ გოგონას, რომელმაც 11 წლის გოგოს საკანცელარიო დანით ყელი გამოჭრა.

იაპონიის კანონი კრძალავს არასრულწლოვან დამნაშავეთა იდენტიფიცირებას, ამიტომ თავდაპირველად გოგონას ვინაობა ცნობილი არ იყო, თუმცა პრესაში მოგვიანებით ინფორმაციამ მაინც გაჟონა. გოგონას ცუჯი ნაცუმი ერქვა.

იგი პოლიციამ მალევე დააკავა, მან დანაშაული აღიარა და თქვა, რომ თანაკლასელი ინტერნეტში დატოვებული შეტყობინების გამო მოკლა.  ნაგასაკის საოჯახო სასამართლომ 2004 წელს გოგონას 2 წელი მიუსაჯა, თუმცა 2006 წელს ფსიქიკური შეფასების შემდეგ სასჯელი 2 წლით გაუხანგრძლივეს.

20 წლის ნევადა კოლონიიდან გაათავისუფლეს, მან სავარაუდოდ სახელი შეიცვალა, მისი ადგილსამყოფელი ამჟამად უცნობია.

მსგავსი თემები