,,ევროპარლამენტის შიდა ცხოვრება, როგორც ჩანს, უფრო მრავალფეროვანი იქნება” – ირაკლი ქადაგიშვილი

,,უკიდურესი მემარჯვენეები, უკიდურესი მემარცხენეები მოდიან უფრო დიდი დოზით ევროპარლამენტში. ეს კიდევ უფრო გაამძაფრებს შიდა საპარლამენტო პოლიტიკურ ბრძოლას”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

„ალბათ უფრო მეტად მოგვეცემა იმის საშუალება, რომ ამ ბრძოლის დროს მოვძებნოთ ისეთი ელემენტები, ისეთი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც უფრო რეალურად შეაფასებენ საქართველოში მიმდინარე ვითარებას და არ იქნება ერთ პოლიტიკურ ნარატივს დაქვემდებარებული პოლიტიკური ცხოვრება ევროპარლამენტში. ევროპარლამენტის შიდა ცხოვრება, როგორც ჩანს, უფრო მრავალფეროვანი იქნება, მეტი პოლემიკა იქნება, პოზიციების დაპირისპირება და შეჯახებაც მეტი იქნება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

მსგავსი თემები