სეტყვამ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ორ სოფელი დააზარალა. ძლიერმა სეტყვამ ობჩაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ხეხილი და ვენახები გაანადგურა. დატბორილია რამდენიმე სახლის ეზო.
ადგილობრივების ინფორმაციით, სეტყვა რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ დროისთვის, წვიმაა იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში.