ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადებიან

9 ივნისს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. დღეს ოკუპირებულ რეგინში ყველა სახის პოლიტიკური აგიტაცია-პროპაგანდა აკრძალულია. დე ფაქტო პრეზიდენტის ალან გაგლოევის ბრძანებით, დღეიდან ძალოვანი უწყებები განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადაყვანილი, უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, გაგლოევამ შესაბამის სამსახურებს ე.წ საზღვარზე კონტროლის გაძლიერება მოსთხოვა.

დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული რეგიონის 17 საარჩევნო ოლქში, 73 საარჩევნო უბანი გაიხსნა.

მსგავსი თემები