უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, იულია ტიმოშენკო რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნილთა სიაში შეიყვანა. უწყებაში მიზეზებს არ აკონკრეტებენ.
„რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, იულია ტიმოშენკოზე ძებნა გამოცხადდა” – წერია რუსეთის შს სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთმა ტიმოშენკოზე ძებნა, პირველად 2004 წელს, “მაღალი თანამდებობის პირებისთვის ქრთამის მიცემის” ბრალდებით გამოაცხადა.