“წევრ ქვეყნებს მივაწოდეთ განახლებული ინფორმაცია და მიგვაჩნია, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად ყველა ნაბიჯი შეასრულეს” – ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანა პიზონერომ ბრიფინგზე განაცხადა.
პიზონერო ამბობს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების ხელშია.
„გადაწყვეტილება ახლა წევრი ქვეყნების ხელშია, მათ უნდა მიიღონ მოლაპარაკებების ჩარჩო“ – აღნიშნა ანა პიზონერომ.
მისი განმარტებით, უკრაინისთვის მოლაპარაკებების დაწყების პირობებს წარმოადგენდა ანტიკორუფციული რეფორმები, პოლიტიკური ლობირების შეზღუდვა, თანამდებობის პირებისთვის ქონების დეკლარირების წესები და ეროვნული უმცირესობების ენების დაცვა.