ბაიდენმა ზელენსკის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შეფერხებისთვის ბოდიში მოუხადა და ახალი დახმარება დააანონსა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვოლოდიმირ ზელენსკის, სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შეფერხებისთვის ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ ბაიდენმა ზელენსკისთან ორმხრივი შეხვედრის დროს ისაუბრა.

,,ბოდიშს ვიხდი იმ კვირების გამო, როცა არ ვიცოდი რა მოხდებოდა დაფინანსების კუთხით, რადგან გაგვიჭირდა იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც უნდა დაგვედო, რადგან კონსერვატიულმა წევრებმა პრობლემა შეგვექმნეს კანონპროექტის მიღებისას, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით,” – განაცხადა ბაიდენმა.

ასევე, აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინის დახმარების ახალი 225 მილიონიანი პაკეტის შესახებ განაცხადა – “მას შემდეგ, დღევანდელი დღის ჩათვლით, მე გამოვაცხადე მნიშვნელოვანი დაფინანსების ექვსი პაკეტი – დღეს მე ასევე ხელს ვაწერ დამატებით პაკეტს 225 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით, რათა დაგეხმაროთ ელექტრო ქსელის რეკონსტრუქციაში.”

მსგავსი თემები