უმუშევრობა მატულობს, თვითდასაქმებულთა რაოდენობა იკლებს

„საქსტატის“ ანგარიშით, პანდემიის შემდეგ, უმუშევართა რაოდენობა იზრდება და თვითდასაქმებულთა რაოდენობაც მცირდება. ანგარიში დღეს გამოქვეყნდა.

ანგარიშის მიხედვით, ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა დასაქმების დონის მაჩვენებელი. უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში.  

„მნიშვნელოვნად შემცირდა თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში (2019 წელს 49.7%-დან შემცირდა 30.7%-მდე). ასევე, შემცირდა მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, რაც დაკავშირებულია თვითდასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადაკვალიფიცირებასთან. 2020 წლის III კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.7 და 0.7 პროცენტული პუნქტით”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

მსგავსი თემები