,,უწესო ადამიანი და დიქტატორია” – ჯო ბაიდენი პუტინის მუქარაზე

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პუტინის მუქარას უპასუხა. “ეიბისის” ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს მან განაცხადა, რომ პუტინი დიქტატორია.

მისი თქმით, ამერიკა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს, თუმცა არ აძლევს უფლებას ოფიციალურ კიევს, ამერიკული იარაღით დაარტყას მოსკოვს ან კრემლს.

,,უკრაინისთვის ჩვენ მიერ გადაცემული იარაღის გამოყენება ნებადართულია რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, საიდანაც რუსული შეიარაღება უკრაინაში კონკრეტულ სამიზნეებზე თავდასხმისთვის გამოიყენება.

რუსეთში 200 მილის სიღრმეში, ასევე, მოსკოვზე ან კრემლზე დარტყმების განხორციელების ნებას არ ვრთავთ. პუტინს ორმოც წელზე მეტია ვიცნობ. ის ორმოც წელზე მეტია პრობლემებს მიქმნის. უწესო ადამიანი და დიქტატორია. ერთდროულად ცდილობს, შეტევა განაგრძოს და საკუთარი ქვეყნის ერთიანობა შეინარჩუნოს”, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მსგავსი თემები