რუსეთმა აშშ-ს მოქალაქეები სანქციებში მოაქცია

აშშ-ის სანქციების და შეზღუდვების პარალელურად, სანქციებს რუსეთიც აწესებს. ის ამერიკის შეერთებულ შტატებს საპასუხო გზავნილს უგზავნის და მის მოქალაქეებს სანქციებში აქცევს.

ამჯერად, მოსკოვმა სანქციებში აშშ-ის 25 მოქალაქე მოაქცია. სანქცირებულთა რიგებს იკავებს და აშშ-ის ტერიტორიაზე ვერ შევა მსახიობი შონ პენი და ბენ სტილერიც. სანქციები ეხება კონგრესმენებსა და ამერიკელ ბიზნესმენებს.

შონ პენი სანქცირებულთა სიაში იმიტომ მოექცა, რომ ის უკრაინაში არაერთხელ ჩავიდა, მას მხარს უჭერს და ომზე ფილმსაც კი იღებს.

უკრაინაში ბენ სტილერიც იმყოფებოდა და ვოლოდიმირ ზელენსკის გმირი უწოდა.

 

მსგავსი თემები