აქციის მონაწილეები, რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით მივიდნენ მშვიდობის ხიდამდე. ახალგაზრდებმა მშვიდობის ხიდიდან ბანერი გადმოფინეს წარწერით: „გაიფიცე საქართველო“.
აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი დანებებას არ აპირებენ და სხვადასხვა სექტორში მომუშავე მოქალაქეებს გაფიცვისკენ მოუწოდებენ.