„აშშ-ს სამართლებრივი სისტემისადმი საზოგადოების ნდობას დიდი ზიანი მიადგა“ – ილონ მასკი

სოციალურ ქსელ X-ის მფლობელი, ილონ მასკი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ ნაფიცი მსაჯულების მიერ გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები სამართლებრივი სისტემისადმი საზოგადოების ნდობას დიდ ზიანს აყენებს.

„დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სამართლებრივი სისტემისადმი საზოგადოების ნდობას დიდი ზიანი მიადგა. ყოფილი პრეზიდენტი თუ შეიძლება სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიეცეს ასეთ ტრივიალურ საქმეზე, რომელიც მოტივირებულია პოლიტიკით და არა სამართლით, მაშინ ყველა ანალოგიური რისკის წინაშე დგას“, – განაცხადა მასკმა.

ცნობისთვის, ნიუ იორკის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სისხლის სამართლის საქმეზე დამნაშავედ ცნო. ტრამპს ფინანსური დოკუმენტების გაყალბებას ედავებოდნენ.

ორდღიანი მსჯელობის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა დონალდ ტრამპი 34-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს. ვერდიქტის გამოსატანად ნაფიცი მსაჯულების მხრიდან ერთსულოვანი გადაწყვეტილება იყო საჭირო. მოსამართლე სასჯელს 11 ივლისს გამოაცხადებს.

მსგავსი თემები