წყალტუბოში მამამთილმა რძალი დაჭრა

წყალტუბოში მამამთილმა რძალი დაჭრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც  ქალი სამ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქმრის საფლავზე იმყოფებოდა.

დაჭრილი ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. თავდასხმა ცივი იარაღით მოხდა, ჭრილობა მიყენებული აქვს თავის, გულმკერდისა და ზურგის არეში.

პოლიციამ ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავა.  გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.

მსგავსი თემები