„თქვენში სალომე სამადაშვილის სული იყო ჩასახლებული“ – პარლამენტის თავმჯდომარე დეპუტატს

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვაობის კანონის“ ხელმომწერებს მონები და გამყიველები უწოდა, პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა.

„თქვენში, როგორც ჩანს, ქალბატონი სალომე სამადაშვილის სული იყო ჩასახლებული, ისეთი ღვარძლით საუბრობდით ეს 9 წუთი“ –  მიმართა შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძეს.

მისი განცხადებით, დეკანოიძემ უღალატა საკუთარ ქვეყანას და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაიწყო თანამშრომლობა.

„ქალბატონო ხატია თქვენ სცადეთ, რომ გადაგეფარათ თქვენი სირცხვილი, ის, რომ უღალატეთ თქვენს ქვეყანას და პასპორტი გაყიდეთ უცხო ქვეყნის სამსახურზე, ის, რომ დღემდე უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ადამიანი ხართ. ეს 9 წუთიანი გამოსვლა, როგორც ჩანს, ამ კომპლექსების ამოძახილია. უნდა გეძახათ „ღალატი, ღალატი“ იმიტომ, რომ თქვენს გულში ვერ დაგიძლევიათ ის ღალატი, რომელიც თქვენ თავს აკადრეთ და დღემდე ამ ღალატში ხართ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან ხართ დაკავშირებული დღემდე, მუშაობდით იმისთვის, რომ საქართველო დაესანქცირებინათ,.როგორც უკრაინულ სამსახურებთან, ისე ამერიკულთან საქართველოს დასანქცირებაზე მუშაობდით და ამაზე ღიად საუბრობდით“ – აღნიშნა პაპუაშვილმა.

„თქვენ ხართ გამყდველები… ხმა ჩაიკმინდე მონა“ – ხატია დეკანოიძე უმრავლესობის დეპუტატებს (ვიდეო)

მსგავსი თემები