EU-მ მედვედჩუკს ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესა

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ევროკავშირი დაეთანხმა მათ წინადადებას და სანქციების სიას დაამატა პირები, რომლებიც კრემლის რეჟიმის სასარგებლოდ მუშაობენ. EU-მ ფინანსური და სავიზო სანქციები დაუწესა უკრაინელ ოლიგარქს, პუტინთან დაახლოებულ და მის ნათლიმამად წოდებულ ვიქტორ მედვედჩუკს, ასევე მასთან დაახლოებულ უკრაინის მოქალაქე არტიომ მარჩევსკის და პროპაგანდისტულ საინფორმაციო პორტალ Voice of Europe-ს. მარჩევსკი სწორედ ამ პორტალის ხელმძღვანელია.

2024 წლის მარტში ჩეხეთმა მედვედჩუკს, მარჩევსკის და Voice of Europe-ს სანქციები ეროვნულ დონეზე დაუწესა. ეს შეზღუდვები უკვე მოქმედებს ეროკავშირის 27-ვე ქვეყანაში.

მედვედჩუკი ამჟამად რუსეთში ცხოვრობს. მარჩევსკი ჩეხეთში ცხოვრობდა, თუმცა ამ ქვეყნის მიერ დასანქცირების შემდეგ, სლოვაკეთში გადავიდა.

მსგავსი თემები