ჯანმო ჩინეთს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადოს ყველა მონაცემი, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიას უკავშირდება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ჩინეთს მოუწოდებს, მაქსიმალურად გამჭვირვალე გახადოს ყველა მონაცემი, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიას უკავშირდება და ჩაატაროს სათანადო გამოძიება.

მისი თქმით, „კოვიდ-19“-ის წარმოშობის წყაროს ცოდნა დაეხმარება მსოფლიოს მომავალი პანდემიების პრევენციასა და მართვაში.

„რომელიმე ქვეყანას თუ აქვს ინფორმაცია პანდემიის წარმოშობის წყაროს შესახებ, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, რომ ეს ინფორმაცია გაუზიარონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებას“, – განაცხადა გებრეიესუსმა.

მან ასევე აშშ-ს მოუწოდა გადასცენ ორგანიზაციას „კოვიდ-19“-ის ლაბორატორიული წარმოშობის დამამტკიცებელი ინფორმაცია.

 

 

მსგავსი თემები