„თავისუფლების მარშის“ მონაწილეები, რომლებიც შსს-ს მიმართულებით მსვლელობას მართავენ, „ქართული ოცნების“ ოფისთან შეჩერდნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
„რომ იცოდეთ, ამ მოღალატეებს დიდი ხანი ვერ დაიცავთ. ბოლოს ყველანი ჩვენ მხარეს უნდა გადმოხვიდეთ. სირცხვილი!” – მიმართავდნენ აქციის მონაწილეები სამართალდამცავებს.
შეგახსენებთ, რომ პროტესტის მონაწილეების ნაწილი რუსთაველის მეტროსთან, ხოლო ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინ შეიკრიბა და მათ მსვლელობა ამ ლოკაციებიდან დაიწყეს. ამჟამად ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ ერთობლივად მიემართებიან.