„ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა და სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მიდიან“ – ინფორმაციას Reuters ირანის შინაგან საქმეთა მინისტრ აჰმედ ვაჰიდზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, კი ინციდენტში მონაწილე ვერტმფრენში რაისთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ.
ინციდენტი მეზობელ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მოხდა.