იენს სტოლტენბერგი ბუჩაში ჩავიდა

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში კიევის რეგიონში ბუჩას ეწვია. ამის შესახებ ბუჩას მერმა ანატოლი ფედორუკმა განაცხადა.

„ქალაქში ჩადენილი ნგრევისა და დანაშაულის დანახულმა შედეგებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა გენერალურ მდივანზე. მან დაარწმუნა, რომ ნატო გააგრძელებს უპრეცედენტო მხარდაჭერას უკრაინის არმიისა და ხალხისთვის. მჯერა, რომ ასეთი მონდომება ურყევი იქნება და ჩვენს გამარჯვებას დააჩქარებს“, – წერს ფედუროკი.

მსგავსი თემები