„საშინელი მდგომარეობაა, საშინელი, ცარიელი ჩონჩხია დარჩენილი”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში“ თავისი შვილი მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ ალასანიამ განაცხადა, სააკაშვილი სასჯელის გადავადების საკითხზე გამართული გუშინდელი სასამართლო პროცესით კმაყოფილია.

„პროცესს თვალს ადევნებს და მოეწონა. გუშინდელი დღით კმაყოფილია. მიაჩნია, რომ თამარ აბაშიძის გამოსვლა იყო გმირობა. ეს ნამდვილად ასეა“, – განაცხადა გიული ალასანიამ

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი წონაში ძალიან დაკლებულია.

„საშინელი მდგომარეობაა, საშინელი, ცარიელი ჩონჩხია დარჩენილი. მიკვირს, როგორ გადაადგილდება აბაზანამდე, თუნდაც დამხმარე საშუალებით. საკვების მიღება უჭირს, არც კი უცდია. არ აქვს შიმშილის გრძნობა. ტემპერატურა მუდმივად აქვს – დილიდან დაბალი, შემდეგ უწევს“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

 

მსგავსი თემები