მანჰეტენზე ვერტმფრენი შენობას დაეჯახა და ჩამოვარდა

  •  

ამერიკაში უბედური შემთვევა მოხდა. ნიუ იორკში, მანჰეტენზე, ერთ-ერთ ცათამბჯენზე დაჯდომისას ვერტმფრენი 51 სართულიან შენობას დაეჯახა და ჩამოვარდა. არის მსხვერპლი.

ამერიკული მედიის ინფრომაცით, არიან დაღუპულებიც. მათ შორის, ვერტმფრენის პილოტიც. ერთ-ერთი ინფორმაციით, ვერტმფრენის პილოტმა, ძლიერი წვიმისა და ცუდი ხილვადობის გამო, მართვა დაკარგა და 51 სართულიან შენობას დაეჯახა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.

მსგავსი თემები