„ომიკრონი” საქართველოში სავარაუდოდ არის“ – გიორგი კამკამიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„ჯერ- ჯერობით “ომიკრონის” არსებობა ოფიციალურად დადასტურებული არ არის, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ “ომიკრონი” საქართველოში არის“- ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ , ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ განაცხადა.

სპეციალისტი ამბობს რომ გადამოწმების და ღრმა კვლევის გარეშე ახალი შტამის დადასტურება არ ხდება, თუმცა მისივე განმარტებით “ომიკრონის” გავრცელება ქვეყანაში გარდაუვალია:

„ამის გავრცელებას წინ ვერ აღვუდგებით დღეს თუ ხვალ იქნება. “ომიკრონი” საქართველოში სავარაუდოდ არის. იქნება თუ არა ის უფრო ძლიერი და დომინანტი, ვიდრე “დელტა”, ეს ჯერ არ ვიცით. გარდა იმის, რომ მიზანმიმართულად უნდა მოხდეს გადამოწმება სინჯების, ასევე უნდა მოხდეს ღრმა მეთოდებით. მხოლოდ ამ გზითაა შესაძლებელი ამ ახალი ვარიანტის დადასტურება პირველ ეტაპზე. ჯერჯერობით არ არის იმის ნიშნები, რომ ეს დაიკავებს დომინინატურ გავრცელებას ან იქნება უფრო მძიმე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვაქცინა მაინც იცავს,“ – განაცხადა კამკამიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მსგავსი თემები