„კომპრომისი აუცილებელია“ – აცხადებენ ევროკავშირსა და აშშ-ს საელჩოში

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესს, განხილვასა და დიალოგს საქართველოს პარტნიორები აუცილებლად მიიჩნევენ და განცხადებას ავრცელებენ.

„მივესალმებით ურთიერთობის განახლებას, როგორც ნიშანს მზადყოფნისა, გაგრძელდეს კონსულტაციები ფართო შეთანხმების მისაღწევად. ჩვენ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ ყველა მხარეს შორის კომპრომისის აუცილებლობას“, – ვკითხულობთ საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთობლივ განცხადებაში.

განცხადება ეხება მმართველი გუნდის პოლიტიკურ სვლას და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ეგიდით შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერას. ამ ეტაპისთვის, ოპოზიციის წარმომადგენლებს დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ და მთავარ მოთხოვნად ისევ ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ვადამდელ არჩევნებს აყენებენ.

მსგავსი თემები