,,ივანიშვილი ოლიგარქი მას შემდეგ გახდა, რაც 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ამ ავაზაკებს “კუდით ქვა ასროლინა”- ცაგარეიშვილი

,,ივანიშვილი ოლიგარქი გახდა მას შემდეგ, რაც “კუდით ქვა ასროლინა” 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ხელისუფლებიდან ამ ავაზაკებს. ამის შემდეგ გახდა ივანიშვილი მათთვის ოლიგარქი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ივანიშვილი 2007-2008 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოს გვერდზე ედგა .

,,2007-2008 წლამდე ბიძინა ივანიშვილი ქართულ სახელმწიფოს გვერდზე ედგა – აიარაღებდა ქართულ ჯარს, ეხმარებოდა ქართულ პოლიციას, პროკურატურას, სასამართლოს და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ იმ პერიოდში ჩვენი სახელმწიფო სახელმწიფოდ შემდგარიყო და არ ჩამოშლილიყო,”- აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

მსგავსი თემები