,,სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი, ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ევროკომისიის პირობებში ნახსენებ დეოლიგარქიზაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული პუნქტი მიხეილ სააკაშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ეხება.

,,ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში, და ესენი არიან ადამიები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, მაგალითად სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მან თავისი ნებით გააკეთა პრინციპში ეს ყველაფერი, თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. ეს ერთი, კეზერაშვილი, მეორე ოლიგარქი, მასზეც არის, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმე და რა თქმა უნდა, დეოლიგარქიზაციისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი. ყველა საკითხს შევეხებით, ბუნებრივია, ოლიგარქების დასრულება არის ბუნებრივია ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტური სტრატეგიის მიღება”- ევროკომისიის პირობები

მსგავსი თემები