„თითქოს კაცები ნაკლებად წარმოადგენენ ქალებს, ეს რომელ წიგნში ამოიკითხეთ?“ – კამათი პარლამენტში

საარჩევნო სიებში ქალთა კვოტირების საკითხი პარლამენტში ხმაურის ერთ-ერთი თემა იყო. ოპოზიციის ნაწილისთვის მიუღებელია საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილება, რომლის მიხედვითაც სიის არა ყოველი მეორე, არამედ, ყოველი მესამე უნდა იყოს ქალი.     

მმართველი გუნდის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი აღნიშნულ ცვლილებაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ თავად რომ შავგრემანია და თანაც კაცი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ შავგრემნებს იცავს და მხოლოდ კაცებს.

“არ ვიცი, რა მიდგომაა… “კაცი“… „კაცი“ წამოძახება, თითქოს კაცები ნაკლებად წარმოადგენენ ქალებს… ეს რომელ წიგნში ამოიკითხეთ? მე ვარ შავგვრემანი, ქიზიყელი კაცი. რას ფიქრობთ, მე მარტო შავგრემნებს, ქიზიყელებს და კაცებს წარმოვადგენ? რა თქმა უნდა, მე ქალებსაც წარმოვადგენ, წარმოვადგენ ყველას – მე გახლავართ ქალიშვილის მამა. ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი, ვინც გენდერული კვოტირების ნორმა შემოიღო, “ქართული ოცნებაა“. მიზანი არის ქალთა უკეთესი წარმომადგენლობა საკრებულოებში. გენდერული კვოტირების ყოველი მესამეთი შეცვლით, მათემატიკურად არაფერი იცვლება“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

მსგავსი თემები