ბორის ჯონსონი შესაძლოა, ნატო-ს  გენერალური მდივანი გახდეს

ბრიტანული მედიის ინფორმაციით,  პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, რომელიც თანამდებობას მალე დატოვებს, შესაძლოა, ნატო-ს  გენერალური მდივნის თანამდებობა  დაიკავოს.

მედიიის ცნობით, უკრაინის მიმართ მისი ძლიერი მხარდაჭერის ფონზე, რომელმაც აჩვენა პოლიტიკოსის ძლიერი ლიდერული თვისებები, ნაკლებად სავარაუდოა, ჯონსონმა მაღალი რანგის თანამდებობა არ დაიკავოს.

შეგახსენეთ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანს ამჟამად იენს სტოლტენბერგი ხელმძღვანელობს,  ნატოს წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, სტოლტენბერგი თანამდებობაზე 2023 წლის 30 სექტემბრამდე დარჩება.

მსგავსი თემები