3-4 მაისს საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები დაიშვებიან

3-4 მაისს, საკანონმდებლო ორგანოში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე და ვიზიტორებს შეეზღუდებათ შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები. მედიის წარმომადგენლები საკანონმდებლო ორგანოში ვერ შევლენ.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 3-4 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შენობაში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა”, – წერია პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი თემები