თბილისში,ზონალურ-საათობრივი პარკირება ხვალიდან ამოქმედდება

პირველი აგვისტოდან, კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება.

როგორც თბილისის მთავრობის სხდომაზე, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, ზონალურ-საათობრივი პარკირების პროექტი ეტაპობრივად, სხვა ქუჩებსა და რაიონებზეც გავრცელდება. 

„საპილოტე პროექტი იწყება ხვალიდან და მას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს. კომპანიის თანამშრომლები ზონალური პარკირების არეალებში იმუშავებენ და სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს კონსულტაციას გაუწევენ, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ფასიანი პარკირებით და როგორ გადაიხადონ. გარდა ამისა, ჩვენ განთავსებული გვქონდა საინფორმაციო ჯიხური მთელი ამ თვეების განმავლობაში იმისთვის, რომ დაინტერესებულ პირებს, იქ მცხოვრებლებს მიეღოთ სრული ინფორმაცია ამ ახალ რეფორმასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, დაინტერესებულ პირს, მობილურში უკვე შეუძლია ჩამოტვირთოს სპეციალური აპლიკაცია, რომელიც მათ ზონალურ-საათობრივი საპარკინგე ადგილების და სხვა დეტალების გარკვევაში დაეხმარება. პარკირების საფასურის დაფარვა სწრაფი გადახდის აპარატებიდანაცაა შესაძლებელი. 

მსგავსი თემები