„განგაში იმიტომაა ატეხილი, რა რესურსიც ქვეყანას აქვს შესაძლოა გამოწვევას ვერ უპასუხოს“ – პაატა ჟორჟოლიანი (ვიდეო)

  •  

„შესაძლოა კადრებთანაც დადგეს პრობლემა და სასუნთქ აპარატებთანაც, ამაზე მოსახლეობას ღიად უნდა ვესაუბროთ“ – ამის შესახებ „პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის“ პერინატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელმა ჟორჟოლიანმა  „მედიაცენტრ მთავარში“  განაცხადა.

პაატა ჟორჟოლიანი ქვეყანაში მოსალოდნელ საფრთხესთან ერთად პერსონალის და ინფრასტრუქტურის კრიზისს არ გამორიცხავს.

„მე იმედი მაქვს მოსახლეობის კეთილგონიერების, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების, ხშირად მედიკები თვითონ ხდებიან დაავადების გადამტანები. ჩვენ არ გვქონია პრობლემა დაცვასთან დაკავშირებით, მაგრამ თვითონ პროცესს ახლავს ის შემთხვევები, როცა დაუცველი ხდება მედიკოსი, ყველა ჩატარებული ღონისძიების მიუხედავად ეს მაინც მოხდება, მედიკოსების თავგანწირვის მიუხედავად ჩვენ გაუფრთხილებლობით წყალში ვყრით მათ შრომას. განგაში იმიტომაა ატეხილი, რომ რა რესურსიც ქვეყანას აქვს შესაძლოა გამოწვევას არ უპასუხოს“ – განაცხადა პაატა ჟორჟოლიანმა „მედიაცენტრ მთავარში.“ჟორჟოლიანი „მედიაცენტ მთავარიდან“ მოსახლეობას მიმართავს:

„მივმართავ მოსახლეობას ეს არის საშიში პროცესი და ნუ ვიქნებით თვალახვეული, გავიმეორებ რომ ყველაფერი არის ჩვენზე დამოკიდებული, ბევრი არასწორი ინფორმაცია ვრცელდება, თუ ჩვენ კომპეტენტური ადამიანებისგან არ მივიღებთ ინფორმაციას ვერ ვიმოქმედებთ ადეკვატურად“ – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

„მედიაცენტრი მთავარის“ მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება


მსგავსი თემები