„ევროპაში სიტუაცია სერიოზულად დაძაბულია, აღმავალია ინფექციის ტენდენცია“ –  ამირან გამყრელიძე

„სამწუხაროდ, კორონა არ ამთავრებს თავის ბიოლოგიურ ციკლს მთელ მსოფლიოში. 38, 5 მილიონი ადამიანია ინფიცირებული“ – ეს განცხადება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოში, გარდაცვალების მილიონ  90 000 შემთხვევაა.

„დღევანდელი დილით იყო 318 000 ახალი შემთხვევა. სამწუხაროდ, მილიონ 90 000-მდე გარდაცვალებაა. ევროპაში სიტუაცია სერიოზულად დაძაბულია. ბევრ ქვეყანაში და ევროპის უმრავლეს ქვეყანაში აღმავალია ინფექციის ტენდენცია. მთელი რიგი ქვეყნები აწესებენ სერიოზულ შეზღუდვებს… ჩვენთან გვაქვს 13 521 დადასტურებული შემთხვევა და აქედან ახლად დადასტურებული, 24 საათში დადასტურებული არის 680. დღეს ჩვენთან დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი“ – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი ინფორმაციით, ყველაზე ცელი წერტილი იყო აჭარა. მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი იმერეთშიც და ზოგადად, ინფექციის ტენდენცია აღმავალია.    

მსგავსი თემები