კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმ მძიმე სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის საჭირო – ჰერჩინსკი

“საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იმ მძიმე სამუშაოს მხოლოდ დასაწყისია, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არის საჭირო”, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის დასასრული.

,,9 ნაბიჯი დაადგინა ევროკომისიამ და შეათანხმა ევროკავშირის 27-მა წევრმა სახელმწიფომ დეკემბერში გამართულ ევროკავშირის ისტორიულ სამიტზე, რომელზედაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ახლა ჩვენ წინ უნდა წავიდეთ, რეალურად, კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ არის დასასრული. ეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მძიმე შრომის მხოლოდ დასაწყისია. იმედი გვაქვს, მუშაობა დაჩქარდება, რომ იქნება ინკლუზიური, კონსტრუქციული და მოხდება საქართველოს შეფასება და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ შემდეგ ეტაპზე, კერძოდ, გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებაზე, რაც შეიძლება სწრაფად გადავალთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს მოხდება 9 ნაბიჯთან დაკავშირებით მიღწეული პროგრესის საფუძველზე“, – აღნიშნა ელჩმა.

მსგავსი თემები