ხობში მამაკაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა

ხობში მამაკაცი ცემის შედეგად გარდაიცვალა. მას სასტიკად მისივე ნათესავი მამაკაცი შვილებთან ერთად გაუსწორდა. არსებული ინფორმაციით დაპირისპირებული მხარეები ნათესავები და ამავდროულად მეზობლები არიან. 

ინციდენტში მონაწილე 2 პირი უკვე იდენტიფიცირებულია, ისინი პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 117 მუხლით დაიწყო. გვამი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. 

მსგავსი თემები