უკრაინის ნატო-ში შესვლა არის ყველაზე ძლიერი ვარიანტი ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად – ზელენსკი

უკრაინის ნატო-ში შესვლა არის ყველაზე ძლიერი ვარიანტი ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მაგრამ ჩვენ არ ვართ მიწვეული ალიანსში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კიევს ოფიციალური პარტნიორებისგან არ მიუღია არანაირი წინადადება ნატოში  უკრაინის ე.წ ნაწილობრივი გაწევრიანების შესახებ, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს იდეა სისულელეა.

„სიგნალები ალიანსში ვინმეს ნაწილობრივ გაწევრიანებასთან დაკავშირებით სისულელეა. არავითარი შეურაცხყოფა არ მინდა მათ მიმართ, ვინც ამას ამბობს, თუმცა ვთვლი, რომ ეს სისულელეა. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ამან იმუშაოს. წარმოვიდგინოთ, რომ უკრაინის ნაწილი ნატო-ში იქნება. ეს არის მაღალი რისკი. ეს ნიშნავს, რომ იქნება ომი ნატო-სთან“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები